ExpatHub

ExpatHub

მომსახურება

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ExpatHub არის ქართული კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია იურიდიულ, საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურებებში. ჩვენი მომსახურებები მორგებულია საქართველოს ბიზნეს გარემოთი ან/და საქართველოში ცხოვრებით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე (ექსპატებზე), მათ შორის, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილ პირებსა და ბიზნესებზე. ExpatHub-ის საქმიანობა ეფუძნება ერთი ფანჯრის პრინციპს (One-Stop-Shop), რაც ნიშნავს, რომ ექსპატებს ვთავაზობთ მომსახურებას მათთვის მნიშვნელოვანი ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, საგადასახადო, იურიდიულ, ბუღალტრულ და უძრავი ქონების სფეროებში. კერძოდ, ჩვენი მომსახურებების ვრცელი სია მოიცავს: ბიზნესის რეგისტრაციას; იურიდიულ და საგადახადო კონსულტაციასა და მხარდაჭერას; ადმინისტრაციულ დახმარებას; ბუღალტერიას; საბანკო ანგარიშების მომსახურებას; ვიზებისა და ბინადრობის მოპოვებას; საგადასახადო რეზიდენტობის მიღებას; უძრავი ქონების შეძენას და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ExpatHub სცდება ჩვეულებრივი იურიდიული, საბუღალტრო და საგადასახადო ფირმების პრაქტიკას - ჩვენ თავიდანვე ვთავაზობთ დაინტერესებულ პირებს უფასო 30-წუთიან Zoom კონსულტაციას, რაც საშუალებას აძლევთ კლიენტებს შეისწავლონ თავიანთი საგადასახადო, ბიზნეს, სავიზო, უძრავი ქონების და ბუღალტრული საჭიროებები საქართველოში და ინფორმირებულებმა შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა.