გემომეტრია
კვების მრეწველობა, სასმელები
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
„გემომეტრია“, პირველი სოციალური საწარმოა საქართველოში, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის 2017 წელს, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ბაზაზე შეიქმნა. ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა საქართველოში ისეთმა სოციალურმა საწარმომ დაიწყო ფუნქციონირება, რომელიც ძალადობა გამოვლილი ქალებს აძლევს არა მარტო პროფესიულ განათლებას კულინარიასა და კონდიტერის სპეციალობაში , არანედ ხელს უწყობს მათ დასაქმებას და უქმნის ეკონომიკურ პერსპექტივას. სოციალური საწარმოს „გემომეტრია“ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ქეითერინგით მომსახურებაა, რომლის მენიუში შედის ჯანსაღი და მაღალი ხარისხის როგორც ქართული, ასევე ევროპული კერძები და საკონდიტრო ნაწარმი. „გემომეტრია“ მომხმარებელს სთავაზობს როგორც „ლანჩ-ბოქსებით“ მომსახურებას, ასევე წვეულებების, ტრენინგების, შეხვედრების კვებით მომსახურებას. სოციალური საწარმო გემომეტრია, სხვადასხვა შეკვეთების გარდა, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დედათა და ბავშვთა თავშესაფარის მაცხოვრებლებს ნუტრიციოლოგის მიერ რეკომენდირებული მენიუთი დადგენილი საკვებით უზრუნველყოფს.