APOLAX Soft
საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), კავშირგაბმულობა, კომუნიკაციები
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
ბიზნესის აღწერა
შ.პ.ს. აპოალქს სოფტ-ი არის ახალი ქართული პროგრამული უზრუნველოყოფის კომპანია, რომლეიც მიზნად ისახავს შექმნას სხვადასხვა პლატფორმები ���ა პროგრამული უზრუნველყოფა, რაც განკუთვნილი იქნება სამოქალაქო ავიაციის სექტორში მიმდინარე საქმისწარმოების სხვადასხვა პროცესების სისტემატიზაციისა და ავტომატიზაციისათვის, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს ამ პროცესის წარმოებისათვის საჭირო დროს და შეამცირებს პირდაპირ თუ ირიბ ხარჯებს. შ.პ.ს. აპოალქს სოფტ-ის მიერ შექმნილი პირველი პროდუქტი არის „ტრიპელ პი“ - the Landing Permit Processing Platform, - არარგეულარული ჩარტერული ფრენებისათვის განსაზღვრილი დაშვების ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო განაცხადის შევსებისა და ნებართვის უზრუნველყოფის, რომელსაც არ გააჩნია ანალოგი არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ. არარეგულარული ჩარტერული ფრენისათვის, უმეტეს შემთხვევაში, სავალდებულო საჰაერო ხომალდის დანიშნულების აეროპორტში დაშვების ნებართვის მიღება, რომლის გარეშეც ფრენა ვერ განხორციელდება. „ტრიპელ პი“ ეს არის ჩვენი კომპანიის პირველი პროდუქტი, რომელიც ერთ პლატფორმაზე უყრის თავს ნებართვის გაცემის პროცესში ჩართულ ყველა პირს, როგორც ოპერატორს ასევე გაცემაში ჩართული სამოქლაქო ავიაციის ხელისუფლების წარმომადგენელს. ვინაიდან საქმე ეხება არრეგულარულ ფრენებს დაშვების ნებართვის მიღება არის დროში მგრძნობიარე პროცესი. სხვადასხვა ქვეყანას ნებართვის მისაღებად განსხვავებული მოთხოვნები აქვს, რაც იწვევს მთელ რიგ შეფერხებებს, როგორც განაცხადის სწორად მიწოდებაში ასევე საჭირო დოკუმენტაციის სწორად წარ��გენაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ნებართვის მისაღებად საჭირო დროის ხანგრძლივობას. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ჩვენმა პლატფორმა შეცვალა კომუნიკაციის არსებული მეთოდები და მნიშვნელოვნად გაამარტივა თვითონ განმცხადებლის თუ ნებართვის გაცემის პროცეში ჩართულ პირებს შორის კომუნიკაცია. პლატფორმით სარგებლობისას რეალურად არ საჭიროებს პროცესში ჩართული პირებს ყოფნას კონკრეტულ ადგილას, თუ კონკრეტულ მოწყობილობასთან, არ საჭიროებს კონკრეტული საფოსტო ყუთან მიბმას ან ტრადიციული საავიაციო კომუნიკაციის საშუალებების AFTN-ის ან SITA-ს გამოყენებას. პლატფორმით სარგებლობისას, განმცხადებელი კონკრეტული საავიაციო ხელისუფლების მოთხოვნისამებრ და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების გზით ახდენს განაცხადის წარდგენას რაც გამორიცხავს დროის ზედმეტად ხარჯვას ან ისეთი პროცესის ინიცირებას რაც გამოიწვევს ზედმეტ კომუნიკაციას ან დროის არამიზნობრივ ხარჯვას. ჩვენი პლატფორმა ფაქტობრივად მორგებულია ნებისმიერ გამოძახილს რაც შეიძლება გამოიწვიოს პანდემიამ, სამუშაო პროცესის შეფერხებამ თუ ოფისების მუშაობის სტანდარტული პროცესის შეწყვეტამ, ნებისმიერი პროცესში ჩართული პირი მუშაობს ნებისმიერი ადგილიდან ისე რომ თვით პროცესი არ ფერხდება. პლატფრომა ასევე იძლევა საშუალებას მასში გენერირებული და შენახული ინფორმაციის სრულ სისტემატიზაციის, გაფილტვრისა თუ წარმოებისა. იგი ხელს უწყობს მონაცემთა სრულყოფილი ბაზის შექმნას და მათ დაცვას, როგორც პირადი მონაცემების კონფედენციალურობის ასევე ფრენებთან დაკავშირებული სენსიტიური ინფორმაციისა. პლატფორმის ლოგიკა აგებულია ისე, რომ ნებისმიერი მოთხოვნა ან წარდგენილი დოკუმენტი ავტომატურად ინახება კონკრეტ��ლ ოპერატორის საქაღალდეში და შესაძლებელია მისი ავტომატურად განახლება მისი მოქმედების შესაბამისად. როგორც ავღნიშნეთ მსგავსი პლატფორმა რომელიც ყველა ამ პროცესში ჩართულ წევრს გააერთიანება აქამდე არ შექმნილა, აქედან გამომდინარე პირდაპირი კონკურენტები არ გვყავს. ცალკეულ საავიაციო ხელისუფლებებს მართალი ფრენის ნებართვის გაცემის პროცესი გარკვეული სახით აქვს ავტომატიზირებული, მაგრამ ეს პროგრამები ინდივიდუალურად მათვის დამზადებული პროდუქტებია და იგი არ არის განსაზღვრული საზოგადო გამოყენებისათვის. Triple P-ს გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ წინასწარ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, რაც თავიდან გვაცილებს არავტორიზებული მომხმარებლების მიერ პლატფორმით სარგებლობის შესაძლებლობას. იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მონიტორინგი გაუწიოს კონკრეტულ მოთხოვნას ჩვენი გუნდი წამოადგენს საერთოაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთ კარგ მაგალითს, რადგან პლატფორმის შექმნაში ჩართული არიან სპეციალისტები მსოფლიოს სხავდასვა წერტილიდას სულ მცირე 10 წლიანი გამოცდილებით საავიაციო და კომპიუტერული პროგრამირების სფეროში. ეს კიდევ იმის დასტურია, რომ აღნიშნული პლატფორის მასშტაბები შეუზღუდავია და ნებისმიერი ქვეყნის საჰარო ნებართვების ორგანიზებაა შესაძლებელი შესაბამისი საავიაციო სააგენტოების ჩართულობით.