TRAILWATCH

TRAILWATCH

გართობა, დასვენება, სპორტი

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

TRAILWATCH ის ძირითადი საქმიანობაა საქართველოს მაშტაბით სამთო ველობილიკების პროექტირება, მშენებლობა და ხარისხის მართვა. ჩვენი კომპანიის ძირითადი საქმიანობა პირდაპირ თანხვედრაშია სოციალურ პასუხისმგებლობასთან ჩვენი ბიზნესი ზრუნავს როგორც ახალგაზრდებში ისევე ზრდასრულებს შორის ჯანსაღი სპორტული აქტივობის პოპულარიზაციას ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქტს ან/და აკონტროლებს და იცავს შემსრლებლის ხარისხს შედეგად კი ვიღებთ მსოფლიო დონის ველობილიკს ან სრულიად სამთოველოპარკს საიდანაც იწყება ამ ინდუსტრიის განვითარება. ჩვენი კომპანია თავისი ცოდნითა და კომპეტენციით საშუალებას აძლევს საქართველოს სამთო კურორტებს მაღალ დონეზე და მოკლე დროში განავითარონ ზაფხულის სეზონის პოტენციალი. ჩვენი დახმარებით მალე სრულიად საქართველო აღმოაჩენს უნიკალურ და ახალ ჯანსაღ გატაცებას/ჰობის რაც ყოველივე ჩვენგანის ცხოვრების ხარისხზე დადებით გავლენას იქონიებს. კოპანია დაარსდა 2022 წლის ნოემბერში და უკვე ახორციელებს თავის პირველ მნიშვნელოვან პროექტს. ქალაქ თბილისში კერძოდ კუსტბის და ვაკის პარკის ფერდზე, პირველი სრულფასოვანი ველოპარკის მშენებლობა მიმდინარეობს. გარდა მიმდინარე პროექტისა ვაწარმოებთ აქტიურ მოლაპარაკებებს ისეთ სამომავლო პროექტებზე როგორებიცაა კურორტი გუდაურის ველოპარკის მშენებლობა და კოროტი გოდერძიზე ველოპარკის პროექტირება. ჩვენ გვჯერა რომ საქართველოს თავისი უნიკალური რელიეფიდან გამომდინარე სამთოველოსპორტის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ეს სპორტი კი ერთადერთია რომელიც თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში ზაფხულის სეზონებზე ანაცვლებს სამთო სათხილამურო სპორტს, რომელიც დღემდე წამყვან სპორტულ აქტივობადაა აღიარებული. კომპანია ზრუნავს, არა მხოლოდ ინდუსტრიის გავითარებაზე და სამთო ველობილიკების მომხმარებლების კმაყოფილებაზე ის აგრეთვე ახორციელებს აქტივობებს ამ სპორტის პოპულარიზაციისთვის. 2023 წლის ივლისში ჩვენი კომპანიის ორგანიზებით გაიმართა შეჯიბრი სამთოველო დაშვების Enduro დისციპლინაში როგორც ზრდასრულების ისევე ახალგაზრდების კატეგორიებში.