აი

აი

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

აი იმ იდეით შეიქმნა რომ უფროსებს გულწრფელი საჩქრების მნიშვნელობა შეახსენოს. აი ქმნის ემოციურს წიგნებს საყვარელი ადამიანებისათვის და ეხმარება ყოველდღიურ გადატვირთულ რეჟიმში მყოფებს იმ ემოციის გაზიარებასა და გამოხატვაში, რომელიც ხშირად გვგონია, რომ ისედაც აშკარაა, სინამდვილეში კი მისი ერთმანეთისთვის გაზიარება ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია. აი-ს წიგნები, როგორც ზემოთ ავღნიშნე საყვარელ ადამიანებზეა - დედაზე, მამაზე და მეგობარზე. წიგნებში ფრაზები და წინადადებებია მათზე,ამ ტექსტებში გამოტოვებულია საკვანძო სიტყვები, რომელსაც ავტორი თავად ავსებს, ასევე აკრავს ფოტოებს და წერს სურვილებს მისთვის ძვირფასი ადამიანისთვის. აი-ს წიგნები შეიძლება ბავშვობაში ხელით გაკეთებულ საჩუქრებს შევადაროთ, რომლებიც დიდობაში იგივე ემოციის განცდაში დაგვეხმარება და წამიერად ბავშვობაში დაგვაბრუნებს. რაც შეეხება ღირებულებას, აი ქმნის ემოციას, როგორც საჩუქრის გამცემში, ისე საჩუქრის მიმღებში. ორივე მხარე ერთნაირი დადებითი ემოციით იმუხტება და ეს განწყობა ყოველ ჯერზე გვარწმუნებს, რომ სიტყვა ის ძალაა, რომელიც ხშირად უნდა გამოვიყენოთ.ქართულ ბაზარზე აი-ს კონკურენტი არ ჰყავს, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე გამორჩეული და განსხვავებული ემოციური საჩუქარია, რაც კი შეიძლება საყვარელ ადამიანს აჩუქო. მომდევნო 2 წლის განმავლობაში, აი გეგმავს წიგნების შექმნას სხვა საყვარელ ადამიანებზე, რადგან მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება და მომხმარებელი ითხოვს წიგნებს შეყვარებულზე, ბებიაზე, დაზე, ძმაზე და ყველა იმ ძვირფას ადამიანზე, ვისთვისაც უნდათ ემოციების ამ ფორმით გაზიარება.