Trinity Education თრინითი ედიუქეიშენი
განათლება, მეცნიერება, დასაქმება
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
ჩვენი კომპანია 3000-მდე მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტისა და ბიზნეს სკოლის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის, ექსკლუზიური წარმომადგენლები ვართ სამმაგი აკრედიტაციის მქონე და მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში შემავალი ბიზნეს სკოლა ESADE - სი და ყოველწლიურად წარმატებულ და გამორჩეულ ქართველ მოწაფეებს ვეხმარებით ESADE-ს საბაკალავრო პროგრამებზე სრული დაფინანსებით სწავლაში. ქართველ ახალგაზრდებს ვუწევთ სრულ პროფესიონალურ მხარდაჭერას როგორც პროგრამებისა და უნივერსიტეტების სწორად შერჩევაში, ასევე, ჩარიცხვის (ე.წ. Admission Application), სასტიპენდიო (Scholarship Application) და სავიზო (Visa application) აპლიკაციების საუკეთესოდ გამართვაში. შედეგად, ყოველწლიურად ასეულობით ჩვენი აპლიკანტი ხდება ისეთი პრესტიჟული უნივერსიტეტების სტუდენტი, როგორებიცაა აშშ-ში Ivy League - სა და ბრიტანეთში Russell Group - ის უნივერსიტეტები, ასევე, გამარჯვებულები ისეთი კონკურენტული სტიპენდიებისა, როგორებიცაა Hungaricum Scholarship (უნგრეთი), Chevening Scholarship (დიდი ბრიტანეთი), Fulbright Scholarship (აშშ). ჩვენი მომსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ უმაღლესი განათლებით. საშუალო განათლების დონეზე, ჩვენი კომპანიის უშუალო ჩართულობით, არაერთი მომავალი ქართველი ხელოვანები დღეს სრული დაფინანსებით სწავლობენ ჩვენს პარტნიორ ისეთ მოწინავე სკოლა-აკადემიებში, როგორებიცაა აიდილვაილდის ხელოვნების აკადემია კალიფორნიაში, მომავალი ქართველი სპორტსმენები - ბოსტონის IMG აკადემიაში. ამასთანავე, აქტიურად ვთანამშრომლობთ თბილისისა და ბათუმის სკოლებთან და ქართველი მოწაფეები ზაფხულის არდადეგებს ატარებენ ინგლისსა და ევროპის სახელმწიფოებში. Trinity Education-ის ექსკლუზიურ შეთავაზებებში შედის ზაფხულის სკოლები ქართველი მოწაფეებისათვის ისეთ უძველეს და პრესტიჟულ ინგლისის სკოლებში, როგორებიცაა ჰარროუ (Harrow School) და იტონის კოლეჯი (Eton College). მომდევნო ორი წლის განმავლობაში ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტი უნივერსიტეტის წარმომადგენლობას საქართველოში და მეტი სასტიპენდიო შესაძლებლობების შექმნას ქართველი ახალგაზრდებისათვის. მაგალითად, უკვე მოლაპარაკების დასკვნით ფაზაში ვართ ბერლინში მდებარე Hertie School of Governance - თან და ვიმედოვნებთ, მალე გავხდებით ჩვენს რეგიონში ამ მოწინავე უნივერსიტეტის ექსკლუზიური წარმომადგენლები. ჩვენი მიზანი უცვლელია - გვსურს უცხოეთში განათლების მიღება ხელმისაწვდომი იყოს ყველა ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდისათვის.