GMI Rights Management
კულტურა, ხელოვნება, შოუბიზნესი
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
GMI მართავს და იცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს. ცვენ ვიცავთ როგორც ქართველი ავტორებს ისე Universal Music Publishing Group-ის, Kobalt-ის, Audionetwork-ისა და სხვა დიდ კატალოგებს. ესენი კი არიან ელტონ ჯონით დაწყებული ბილი ეილიშით დამთავრებული წარმატებული მუსიკოსები. ჩვენ ვართ ქართული მუსიკალური ინდუსტრიის დამაკავშირებელი ხიდი როგორც მსმენელებთან, ისე საერთაშორისო მუსიკალურ ინდუსტრიასთან. ჯერ კიდევ 2018 წლიდან ვაციფრულებთ მანამდე შექმნილ ქართულ შემოქმედებას და ვეხმარებით არტის��ებს რელიზების მაქსიმალურ მონეტიზაციაში. ინტერნეტის მოხმარების გაზრდასთან ერთად წელს უკვე 300 000 ევროს მიაღწია ციფრული დისტრიბუციის შემოსავლებმა. გავჭერით გზა საერთაშორისო ნომინაციებში და გვაქვს შესაძლებლობა ყოველ წელს ქართველი არტისტები მოხვდნენ გრემის განსახილველ სიაში და მიიღონ ნომინირების შანსი, დასახელდნენ იმპალას ევროპის 100 საუკეთესო არტისტში მიიღონ სხვა პრესტიჟულ ნომინაციებში მონაწილეობა. პირველებმა დავნერგეთ ჰონორარების მართვისა და განაწილების ულტრაგამჭირვალე პლატფორმა და ყველა არტისტს აქვს საკუთარი შემოსავლების ერთდროულად 100-მდე პლატფორმაზე განთავსებისა და ყველა სტატისტიკის ერთ კაბინეტში ონლაინ კონტროლის შესაძლებლობა. ამ საკითხში ჩვენი პარტნიორია მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი ლეიბლის, Sony Music Entertainment-ის შვილობილი კომპანია The Orchard, რომელიც ჩვენ არტისტებს აძლევს Sony-ს პირობე��ით სარგებლობის შესაძლებლობას. ჩვენ უფლებები სამართავად გვანდო მსოფლიოში უმსხვილესმა კომპანიამ Universal Music Publishing Group-მა, რომელმაც წელს დაგვიმატა სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიები. შემდეგი წლისთვის კი უკვე გახსნილია მოლაპარაკება, რომ მთლიანად პოსტ საბჭოთა ტერიტორიებზე უფლებები იმართოს GMI-ს მიერ, საქართველოდან. ჩვენ გავხადეთ საქართელო მუსიკის უფლებების მართვის რეგიონალური ჰაბი და ჩვენ ავტორ-შემსრულებლებს გავუჩინეთ საკუთარი შემოქმედებით მნიშნელოვანი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ჩვენ ასევე გავხადეთ მსოფლიო მუსიკა ქართული სარეკლამო ინდუსტრიისათვის ხელმისაწვდომი, ჩვენი ლიცენზირების სერვისის დახმარებით მსოფლიოს ნებისმიერი მუსიკა უკვე ხელმისაწვდომია ქართული ბიზნესისათვის ქართული ეკონომიკისათვის მისაღებ ფასად. ჩვენ ვართ ასევე ქართველი ავტორების ექსკლუზიური წარმომადგენლები ბრიუსელში, ICMP-ს სათაო ოფისში, სადაც ქართველი ავტორების ინტერესებს ვატარებთ ევროპარლამენტთან ურთიერთობის საკითხებში და ვართ გარანტი, რომ ყველა ევროპარლამენტში მიმდი���არე ყველა პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც იხება ხელოვანებს და მათ უფლებებს, ქართველი ავტორების ინტერესები იქნება გაჟღერებული და დაცული,