Statuso
საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), კავშირგაბმულობა, კომუნიკაციები
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
ბიზნესის აღწერა
სტატუსო არის ბიზნეს ნეთვორქინგის ინოვაციური სტარტაპი. სტატუსოს 1 ბარათი ანაცვლებს ათასობით სავიზიტო ბარათს: ეფექტური ნეთვორქინგი - სტატუსოს ბარათით გაზიარებული საკონტაქტო ინფორმაცია ხვდება მობილური ტელეფონის კონტაქტების სიაში, რაც გამორიცხავს სტანდარტული ბიზნეს ბარათის დაკარგვით ან საერთოდაც მისი დავიწყებით გამოწვეულ დაკარგულ პოტენციურ კლიენტებს და შემოსავალს სისწრაფე რამდენიმე წამში თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ხვდება სასურველი ადამიანის ტელეფონში და მარტივად მოხდება თქვენთან დაკავშირება, ნაცვლად კლასიკური სავიზიტო ბარათის ძებნისა, თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის არასრულად შენახვისა და ამ ყველაფერში დაკარგული დროისა ხარჯების ოპტიმიზაცია კვლევის თანახმად, ორგანიზაციები ყოველწლიურად ერთი თანამშრომლის სავიზიტო ბარათების ბეჭდვაზე ხარჯავენ 100 ლარს. სტატუსოს შემთხვევაში, თქვენ იძენთ 1 ბარათს, რომელიც გემსახურებათ განახლების საჭიროების გარეშე ზრუნვა გარემოზე სტატუსო დამზადებულია 6 ფენიანი გადამუშავებადი მასალისგან და მისი შეძენით თქვენ ზრუნავთ გარემოზე. 100 სტატუსოს ბარათის შეძენით თქვენ გადაარჩენთ 3 ხეს. CRM ინტეგრაცია ბარათის დაკავშირება შესაძლებელია მრავალფუნქციურ CRM სისტემებთან, მაგალითად, ლიდების გენერაციისა და მათი ეფექტური მართვისთვის. მოქნილობა შეგიძლიათ მოახდინოთ მონაცემების განახლება ბარათის შეუცვლელად ბარათის გაყიდვებით მიღებული ნეტო მარჟიანობა - 50 ცალი ბარათის რეალიზაციის საფუძველზე - წარმოადგენს 500%ს. წლის ჭრილში შესაძლებელია 12000 ბარათის რეალიზაცია რაც საშუალოდ 1,000,000 ლარის შემოსავალი. ამ მასშტაბებზე მინიმალური მარჟიანობა შეადგენს 100%-ს. ბარათები არ საჭიროებს ცალკე სოფტს მოსახმარად არის ადვილი და თავსებადია ყველა სახის ტელეფონთან, რომელსაც აქვს NFC მხარდაჭერა, ხოლო ძველი ტიპის ტელეფონებისთვის იყენებს Dynamic QR ტექნოლოგიას. კონკურენტული უპირატესობა სხვა ზემოჩამოთვლილთან ერთად მასშტაბირების დიდი პოტენციალი CIS ქვეყნებშიც და უშუალოდ ფუქნციონალის დახვეწა/განვითარება.